1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით - 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები