1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილში", მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები