1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„მაგრა რო მეძინება, გადმომატრიალებს ჩემი ჯანიანი ქმარი და დილას ტუმბოჩკაზე შვიდი ლარი და ხურდები რო დამხვდებაო!!......“

სოციალური ქსელის მომხმარებლებში იუმორით ცნობილი ნინო ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე მორიგ სახალისო ისტორიას იხსენებს: 

„ერთი ძაან საყვარელი ექთანი მყავდა ერთერთ საავადმყოფოში, დღემდე უბიწოა (ნუ დავცინებთ თხოვნაა) მოკლედ, ქალიშვილია ეს ქალი და ეს თემაც ჩვენში უკვე ღიმილებს იწვევს და აღარც ის უბრაზდება ბედს, შეეგუა რა.. ერთხელაც ვსხედვართ საორდინატოროში ბევრნი, სულ ქალები და ვჭამთ. ავადმყოფი არ არის და გვცალია რა. 

პატარა შავთეთრი ტელევიზორი იდგა კუთხეში და გადის "ანჟელიკა". ეს ქალიც ჩვენთან ზის, ზემოთ ვისზედაც მოგახსენეთ. და გახედა უცებ ტელევიზორს და მოწმენდილ ცაზე გამოაცხადა:-"აი მე სუ რო 5 000$ მომცეს რობერ ოსეინმა, შანსი არაა, არ დავუწვებიო"!! გაგვეჩხირა ახლა ლუკმები ყელში, აგვიტყდა სიცილი, ვიხოცებით და ის ძაან გაგვიბრაზდა-"რა გაცინებთ, რას გავსო"....

 ნუ ამაზე სუ დავიხოცეთ და წავიდა ღლიცინი...აღარ ვეშვებით. იმან კიდე გაფშიკა ფეხები-არაო! არ მინდა 5 000-იო, გეგონება ოსეინი კართან იდგა და გვაყრიდა დოლარებს.. ერთი თანამშრომელი ქალი ჩაფიქრდა ამასობაში და -"რა ვქნა გოგოებო, ისე მიჭირს ეხლა, მე 3000-ადაც მივნებდებოდი, მარა სად არიო" ნუ ავიტაცეთ ეს თემა და აღარ ვამთავრებთ, იქ ვიღაცამ 2 000-ში გაყიდა თავი, ვიღაცამ 2 500-ში და მოვიდა დღის ბოლო, ვიცვლით, სახლებში უნდა წავიდეთ და ერთი ჩვენი ექიმი ქალი ამბობს ძალიან სერიოზული სახით: "აი მთელი დღეა ვფიქრობ და ეხლა აქედან სახლში რო მივალ დაღლილი, ოცი პაციენტი რო მიბურღავდა ტვინს და აქედან ათი მიბღვერდაო... 

ნერვი რო აღარ მაქვს უკვეო... და გავალ აქედან, შევივლი მარკეტში, ავიკიდებ პროდუქტებს, მერე აფთიაქში დედამთილის წამლებზე რო გავივლი, მერე ავალ გაჭედილ მარშუტკაში, ბოლოს მივლასლასდები სახლში, მოვამზადებ ვახშამს, დავბან ბავშვებს, დავაძინებ; გავაუთოვებ ქმრის შარვალს, მერე მეც მივეგდები და აი მაგრა რო მეძინება და გადმომატრიალებს ჩემი ფეხბურთნაყურები ჯანიანი ქმარი და მშმუთავს... და ნაჯანჯღარებს რო ჩამეძინება და დილას ტუმბოჩკაზე შვიდი ლარი და ხურდები რო დამხვდებაო!!.... აი რობერ ოსეინს 5 000-დოლარად კი არა, ფრუნზიკა მკრტიჩიანს შევეხვეწები ხუთას დოლარში, მარა არც იმას რო არ ვუნდევარ-ეგაა უბედურებაო"!!!!!!!!!!!!!!!!! ისეთი ხარხარი ატყდა, მთავარი ექიმი დაგვადგა თავზე-ხო მშვიდობააო? მშვიდობა იყო ახლა ეგაა? (სისულელეები არ დამიწეროთ, ფრენდებში მყვანან-ყველა!) დაჟე მთავარი ექიმიც! “ - წერს ნინო ახობაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები