1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"1993 წელს ფრედი ვუდროფი, 2018-ში კი სმიტების ოჯახი" - რას წერს გიორგი კაპანაძე სმიტების სასტიკ მკვლელობაზე ?


  ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე  სოციალურ ქსელში,  სმიტების ოჯახის საზარელ მკვლელობას ეხმაურება.  

 კაპანაძე,  1993 წლის აგვისტოში თბილისის მახლობლად, საკუთარ მანქანაში მოკლულ,  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობასაც იხსენებს:

"ფრედი ვუდროფი - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მაღალი რანგის ოფიცერი, წვრთნიდა პრეზიდენტ შევარდნაძის დაცვასა და პირველ ქართულ განსაკუთრებულ ქვედანაყოფს - ომეგას.

მოკლეს თბილისის შესასვლელთან, 1993 წლის 8 აგვისტოს.

ვუდროფის ცხედრის სამშობლოში წასასვენებლად თბილისში პირადად ჩამოვიდა CIA-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, ჯორჯ ტენეტი.

გამოძიებამ კი დააკავა ვინმე შარმაიძე, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 წელი მიუსაჯა. 

დადგინდა რომ ვუდროფი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში შეხვდა CIA-ის თანამშრომელს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა (სამუდამო მიუსაჯეს შტატებში).

მოგვიანებით, ამერიკულმა მხარემ ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება და შარმაიძის კავშირი ვუდროფის მკვლელობასთან (ისევე როგორც მოკლულის ოჯახმა), უ ა რ ყ ო. 
მკვლელობა, არაოფიციალურად, შეფასდა როგორც "დაზვერვის ომი".

რატომ და ვინ მოკლა რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის შვილი, ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი და ალბათ, FBI-ის მონაწილეობის გარეშე, ნებისმიერი შედეგი დატოვებს კითხვის ნიშნებს. 


ხოლო მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ძალიან და მთელი გულით ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი ამერიკელ ხალხს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ მეგობარს. 

RIP and Sorry. "- წერს კაპანაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები