1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მოემზადეთ მძიმე სიმართლის მოსასმენად! რათ უნდა ამას ამდენი გამოძიება?" - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს: 
"მოემზადეთ მძიმე სიმართლის მოსასმენად! რათ უნდა ამას ამდენი გამოძიება?რას იდებილებთ თავებს????
ვინ ვერ ხვდება კიდევ რა მოხდა?
რა შუაში არიან პოლიტიკოსები ამ ამბავთან?
არ მინდოდა,
ამაზე საუბარი,
მაგრამ ძალიან მარაზმისკენ წავიდა სიტუაცია...
მოკლედ,მეც #51 -ელი ვარ.
შესაბამისად ასმაგად განვიცადე ბიჭების ტრაგედია და როდესაც ბავშვები სისხლით იცლებოდნენ,"ფბ"-ს მეშვეობით მივმართე საზოგადოებას სისხლი ჩაგვებარებინა " არამიანცის
სისხლის ბანკში" ერთადერთი ნაცნობი,რომელიც იქ მოვიდა Ermile Nemsadze გახლდათ...
სამაგიეროდ მრავლად იყვნენ ბიჭების სკოლელები.
იქ მოვისმინეთ სრული სიმართლე(მათი ვერსიით) მომხდართან დაკავშირებით...
სკოლის მოწაფეებმა პირი შეკრეს სარალიძეს წინააღმდეგ,
რომელიც ფიზკურად ძლიერი იყო და როგორც ბავშები ყვებოდნენ ზედმეტად მკაცრად ექცეოდა და ჩაგრავდა თანასკოლელებს და მაშინ დანარჩენებმა მიიღეს საშინელი გადაწყვეტილება შური ეძიათ "კოზა ნოსტრას" პრინციპით!(ნაც.მოძრაობაც ამ პრინციპზე იდგა და დგას დღემდე!) უკლებლივ ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა ბიჭის დაჭრაში,რომ შემდგომ,არ გაეთქვათ ერთმანეთი!
უნდოდათ მოეკლათ?-არა მგონია....
ამასობაში გათამაშდა კლასიკური ტრაგედია,
როდესაც მსხვერპლი უდანაშაულოა-დადუნაშვილი,რომელიც,
საერთოდ არ წარმოადგენდა
მხარეს, საკუთარ წესიერებას შეეწირა,მან ვერ ჩაუარა გულგრილად სისხლიან გარჩევას....
აი რატომ არის გამოყენებული ამდენი სხვადასხვა ცივი იარაღი,
აი რატომ არ გაწირეს ბიჭებმა ერთმანეთი და დუმილს ამჯობინებენ!
და მთავარი!
რა უნდა ექნა პროკურატურას???
ყველა ერთად დაეპატიმრებინა ჯგუფური ბრალდებით,განეთავსებინა სამარტოო საკნებში და უახლოეს საათებში ეცოდინებოდა ყველაფერი წვრილ-წვრილად,რადგან ციხე შიგნიდან არც ისე რომანტიულია,როგორც შანსონებში მღერიან!
სულ ეს იყო!!!
პროკურატურის უნიათობამ ან მიზანმიმართულმა საბოტაჟმა ხელ-ფეხი გაუხსნა ნაც.ზონდერობას,რომლებმაც კარგად იციან კოზა ნოსტრასეული მეთოდები....
ეს თაობაც მათი არასწორი სისხლიანი რეჟიმის პროდუქტია!
ასე იყო ეს და არ უნდა ამ პროცესს მეტი პოლიტიზირება!
მორჩა კინო!
მიუშვით ღუმელთან მცოდნე და საღამომდე გეცოდინებათ დამტკიცებული სრული სიმართლე!ყველა მკვლელი ციხეში!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები