0 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ“- ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება

თელავში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა და შურისძიება სახელდება. 30 წლამდე მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი როლანდ დაუდაშვილის მეგობარმა განაცხადა, „ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ“. მისი თქმით, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილილის ოჯახის წევრებს. ისინი მეგობრების მსგავსად მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას და შურისძიებას ასახელებენ, „რადგან დაუდაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია“.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები