0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პავლიაშვილის საქმეზე მოწმის დაკითხვა დასრულდა

ჩამოტვირთვა

„ის ვუთხარი, რაც ვიცოდი ჩხუბის თაობაზე,“ - ეს განცხადება პავლიაშვილის საქმეზე დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ნოდარ შანიძემ გააკეთა. ნოდარ შანიძე პროკურატურაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ნოდარ შანიძე გახლავთ ის ადამიანი, ვისთან კონფლიქტის გამოც გახდა ნუცუბიძეზე პატრულის გამოძახება საჭირო. შანიძის თქმით, პროკურატურას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ გიორგი კოპალიანი „პათოლოგი“ იყო და მასთან ამ ინცინდენტამდე დაპირისპირება მოუვიდა.

მისი თქმით, ის არ დაუკითხავთ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, კითხვები ეხებოდა უშუალოდ ინციდენტს, რის გამოც, პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. მან ასევე, აღნიშნა, რომ პავლიაშვილს მანამდე ჰქონდა მისთვის ნათქვამი, რომ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შანიძის ვიდეო გაავრცელა, სადაც შანიძე ყვებოდა, რომ გარდაცვლილი დამოკიდებული იყო ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.

ნოდარ შანიძე ასევე, განმარტავს, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შსს-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გარდაცვლილის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით კითხვა შსს-ს წარმომადგენელმა დაუსვა.

„ინტერვიუ, რომელიც მე მივეცი შსს-ს ოპერატორებს, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაწერილი ინტერვიუ. მე ისინი მეკითხებოდნენ, მერე ჩართავდნენ კამერას და მე ვპასუხობდი. ფსიქოტროპული იმათ მკითხეს, მე კი არ მომიგონია,“ - აცხადებს ნოდარ შანიძე.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ ნოდარ შანიძე პროკურატურაში სხვა მეზობელთან მომხდარი კონფლიქტის გამო დაკითხეს.

„გარდაცვალების საქმე და ეს საქმე არის ერთად, მაგრამ გამოძიებამ მერე შეიძლება გამოყოს ეს საქმეები კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩემი ვარაუდით და იმ ინფორმაციებით, რაც გამოძიებას აქვს მიწოდებული, რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იქნება ბრალდებული ჩხუბთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მას, მისი განმარტებით, აქეთ მიაყენეს შეურაცხყოფა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავების მიერ მისი დაკავების დროს გარდაიცვალა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები