0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

იკლებთ უდიეტოდ და სწრაფად! - რას გვირჩევენ ექიმები

ადამიანიები, რომლებიც რეგულარულად არ ვარჯიშობენ, ალბათ, ფიქრობენ, რომ პროტეინის დიეტა მათ არ სჭირდებათ, მით უმეტეს, თუ  ქათმის ხორცი და კვერცხი არ გიყვართ.

ეს მცდარი შეხედულებაა. ამას კვების სპეციალისტი შარლოტა ქემბელი ამბობს. ის მუიდმივად აკვირდება პროტეინის დიეტით მოსარგებლე ადამიანებს და ამბობს, რომ შესაძლოა არ ვარჯიშობდე და ფიზიკურ აქტივობას არ ეწეოდე, თუმცა პროტეინის დიეტა ასეთ შემთხვევაშიც სასარგებლოა.

 მკვლევრების თქმით, პროტეინის მიღების რამდენიმე აუცილებლობა არსებობს:

1. პროტეინი აკონტროლებს თქვენს მადას. პროტეინის მიღების შემდეგ, შიმშილის გრძნობა უფრო დიდი ხნის განმავლობაში არ შეგაწუხებთ. შარლოტა გვირჩევს, რომ, თუ ჩვენ კალორიების დაწვა გვსურს და არ ვიცით საიდან დავიწყოთ ეს, მივიღოთ პროტეინი დილის და შუადღის კვების დროს. კვლევები აჩვენებს, რომ ასე 400 კალორიას დაწვავთ დღის განმავლობაში.

2. პროტეინი დაგეხმარებათ კალორიების წვაში. ის მეტად ენერგიულს გაგხდით და სხეულის ფორმებსაც შეინარჩუნებთ

3.პროტეინი კუნთოვან სისტემას იცავს. თუ თქვენ არ გსურთ, რომ სიგამხდირსაგან არასასურველელე შეხედულება გქონდეთ, აუცილებელია კუნთოვანი სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასაკში შედიხართ. კუნთების გაძლიერებაში პროტეინი დაგეხმარებათ.

4.პროტეინი გააძლირებს თქვენს ძვლოვან სისტემასაც.მთავარია დაიმახსოვროთ, რომ იდეალური დიეტა არის ბალანსი. პროტეინის მოხმარების გაზრდა იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პროტეინი უნდა მიიღოთ. უამრავ სარგებელთან ერთად, მას ცუდი შედეგების მოტანაც შეუძლია, მაგალითად ისეთის, როგორიცაა სიმსუქნე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები