1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცეზარ ჩოჩელი - 61 პროცენტი, დიმიტრი ხუნდაძე - 20,1, ირაკლი ბერიაშვილი - 4,3 - ვის უჭერენ მხარს მცხეთელები?

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა" და "სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებში ერთობლივი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი მოსახლეობის განწყობის და კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატებისადმი დამოკიდებულების კვლევა იყო.

რეგიონი, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე დგას, წინასაარჩევნოდ საკმაოდ აქტიური გამოდგა. სოციოლოგიურმა კვლევამ საინტერესო შედეგები უჩვენა, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოების განწყობის შესასწავლად და დასკვნების გასაკეთებლად უმნიშვნელოვანეს სურათს გვაძლევს.

კერძოდ, სოციოლოგიური გამოკითხვა შემდეგ სოფლებში ჩატარდა. ესენია: წილკანი, ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი, ნაუზა, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, დიდი ქანდა, წეროვანი, გოროვანი, ქსანი, გოროვანი, საგურამო, გალავანი, ბიწმედი, ნიჩბისი, ძეგვი, არმაზი.

ამჯერად დასმული იყო ერთადერთი კითხვა: "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის აირჩევდით მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად? 

გამოკითხული ამომრჩევლების ხმები ასე გადანაწილდა. გამოკითხულთა 61 პროცენტი დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს, "ქართული ოცნების" კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 20,1 პროცენტი გეგმავს, გამოკითხული მოსახლეობის 4,3 პროცენტმა ფავორიტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ირაკლი ბერიაშვილი დაასახელა, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატს, გიორგი გუგავას გამოკითხულთა 4 პროცენტი აძლევს ხმას, ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს კონსტანტინე მორგოშია 4 პროცენტი. ამომრჩეველთა 6,6 პროცენტს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

"სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 320-მა ამომრჩეველმა მიიღო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები