1 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტი წარმატებით გრძელდება

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის 6 აღსაზრდელმა და პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-გერმანულ ახალგაზრდულ პროექტში „მუსიკა, როგორც ენა კულტურათა შორის“. 

გაცვლითი პროექტი 2016 წლის 10 -19 ივლისს გერმანიის ქალაქებში - კლაინმახნოვი, პოტსდამი და ვერდერი, გაიმართა. რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის საორკესტრო განყოფილების წარჩინებული მოსწავლეები ქალაქ კლაინმახნოვის სამუსიკო სკოლის დირიჟორისა და საორკესტრო განყოფილების პედაგოგების მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებს დაესწრნენ, ასევე კონცერტები გამართეს ადგილობრივ ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 

პროექტმა „მუსიკა, როგორც ენა კულტურათა შორის“ ხელი შეუწყო სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა შემოქმედებით ზრდას, გამოცდილების გაღრმავებას, ქართული მუსიკალური ხელოვნების და ქართველი შემსრულებლების საშემსრულებლო ოსტატობის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე, პროექტის მონაწილეთა შორის შემოქმედებითი კავშირების დამყარებას და შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას. 

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები