1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქეთრინ ეშტონი განცხადებას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეშვებაზე მარიონეტული მთავრობის მხდიდან უარის თქმას, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა განცხადების შემდეგ კეტრინ ეშტონი პასუხობს. ეროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის 24 აპრილის შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც ბოლო წუთებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გარკვეული პირობების წაყენების გამო გადაიდო. ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა ინციდენტების პრევენციის ჯგუფში შემავალი რომელიმე მხარის მიერ მიუღებელია. ეშტონის თქმით, ნებისმიერმა ცვლილებამ უკვე დადგენილ და შეთანხმებულ პროცედურებში, რომელიც მიღებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს, შესაძლოა მოიტანოს სერიოზული შედეგები. ევროკავშირის მონიტორინგის მისია თამაშობს მნიშვნელოვან როლს ინციდენტების პრევენციის, სტაბილიზებისა და ნორმალზაციის კუთხით. ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფი მალე შეძლებს შეხვედრას, რაც ყველა მონაწილისთვის სასარგებლო იქნება, - ნათქვამია კეტრინ ეშტონის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები