1 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხინვალის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო

ჩამოტვირთვა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ახალმა ხელმძღვანელმა რუსეთისგან მუდმივი მხარდაჭერის პირობა მიიღო. ამის შესახებ ახლად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინმა განუცხადა. ის ყველაზე მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ინაუგურაციაზე ჩავიდა. ნარიშკინმა მარიონეტ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის მილოცვაც გადასცა. რუსმა პოლიტიკოსმა 2008 წლის აგვისტოც გაიხსენა და თქვა, რომ რუსეთმა მაშინ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაიცვა. რუსი მაღალჩინოსნის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტს ქართული მხარე ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, კრემლის ეს საქციელი კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რადგან მსოფლიო რეგიონების დეოკუპაციამდე ცხინვალში მიმდინარე პროცესებს და, შესაბამისად, იქ ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები