1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორი წელი გავიდა სმოლენსკის ტრაგედიიდან

ჩამოტვირთვა

ორი წელი გავიდა სმოლენსკის ტრაგედიიდან. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის კუთვნილი "ტუ-154" ტიპის თვითმფრინავი სმოლენსკის "სევერნის" აეროდრომთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი, პირველი ლედი და პოლონური პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ. პოლონეთში მომხდარ ტრაგედიას დღეს თბილისშიც გაიხსენებენ. დაგეგმილია ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მისვლა და დაღუპულების ხსოვნისადმი პატივის მიგება. ტრაგედიას საქართველოში პოლონეთის ელჩიც იხსენებს. ურშულა დოროშევსკას განცხადებით, ის, რომ იმ ტრაგიკულ დღეს თბილისშიც გაიხსენებენ, ქართველი და პოლონელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. სმოლენსკის ტრაგედიის ორი წლისთავზე თბილისში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნება. ლეხ კაჩინსკის ქუჩის 13 ნომერში მას პოლონეთის ელჩი გახსნის. მიწვეული სტუმრები ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები