1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეხო მასკვის" დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდა

ჩამოტვირთვა

რადიო “ეხო მასკვის" დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდა. ახალი საბჭო უკვე დაკომპლექტებულია, თუმცა, მის შემადგენლოაში მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი, ბართლომეევი, იასინი და მაკოვსკი აღარ შედიან. ინფორმაცია "ეხო მასკვის" დირექტორთა საბჭოს დაშლის შესახებ თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მედიაჰოლდინგის მთავარმა აქციონერმა "გაზპრომ-მედიამ", რომელიც 66%-იანი წილის მფლობელია, დირექტორთა საბჭოსთვის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და დამოუკიდებელი დირექტორების საკუთარი კანდიდატებით ჩანაცვლება მოითხოვა. "ეხო მასკვის" დირექტორთა საბჭოს დაშლაზე რადიოსადგურის წარმომადგენლები ჯერ კიდევ დეკემერში საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ, "ეხო მასკვიზე", მისი ოპოზიციური ხასიათის გამო, ზეწოლა დაიწყო. კრემლში კი აცხადებენ, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები