მსოფლიო
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს წარმომადგენელი სირიაში ჩავიდა
2012-03-07 19:03:32
ჩამოტვირთვა
სირიაში ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ვალერი ამოსი ჩავიდა, რომელიც შეეცდება სირიის მთავრობა კონფლიქტურ რეგიონებში მყოფი მოსახლეობისათვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
გაეროს პრესმდივნის განცხადებით, ამოსი ოთხშაბათს დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში ჩასვლას აპირებს, რომელსაც თვეზე მეტია, მთავრობის ჯარები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ამბოხების ჩასახშობად ბომბავენ.
ბაშარ ალ-ასადი, არ აპირებს ოპონენტების მიმართ ძალადობის შეჩერებას. გაეროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 7500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
კომენტარები