მსოფლიო
თმის შეღებვის გამო ქალმა მხედველობა დაკარგა
2012-03-04 19:10:03
ჩამოტვირთვა
ახალგაზრდა ქალმა სახლის პირობებში თმის შეღებვის შედეგად რამდენიმე დღით მხედველობა დაკარგა. 25 წლის კარმენ როუსი სამედცინო დაწესებულებაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, საღებავის გამოყენებამდე, კანის ტესტი ჩაიტარა და ალერგიული რეაქციის საშიშროება გამოირიცხა. კრმენი თმას 13 წლიდან იღებავს და მსგავსი გართულება არასდროს ჰქონია.
ანტიბიოტიკებითა და სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობამ შედეგი გამოიღო და სამი დღის შემდეგ დასიებული თვალები და თავი დაუცხრა.
სპეციალისტების თქმით, ადრეულ ასაკში თმის შეღებვა უარყოფითად მოქმედებს მოზარდზე. გამორიცხული არ არის, რომ ალერგიული რეაქცია ზრდასრულ ასაკშიც ნებისმიერ დროს გამოვლინდეს.
კარმენმა თმა პროქტერ ენდ კემბელის „კლეიროლის“ საღებავით შეიღება. ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, მომხმარებლების ჯანმრთელობა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება მათთვის პრიორიტეტულია და ამიტომ კარმენს ნებისმიერი ფორმით დახმარების აღმოჩენას პირდებიან.
სპეციალისტების განცხადებით, თმის საღებავი ერთერთი ყველაზე ხშირად შემოწმებადი სამომხმარებლო პროდუქტია. ამიტომ მისი უსაფრთხოება უმეტესშემთხვევაში გარანტირებულია. თუმცა ისევე როგორც საკვების, საღებავის მიმართაც ადამიანების გარკვეული კატეგორია ალერგიულია და ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.
კომენტარები