მსოფლიო
ნატალი პორტმანმა "აგვისტო. რვაში" მონაწილეობაზე უარი თქვა
2012-02-27 12:59:10
ჩამოტვირთვა
აგვისტოს ომის ამსახველ რუსულ ბლოკბასტერში - "აგვისტო. რვა" მონაწილეობაზე ნატალი პორტმანმა უარი თქვა. სწორედ მას სთავაზობდა ფილმის რეჟისორი, ჯანიკ ფაიზიევი მარტოხელა დედის როლს, რომელმაც სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების დროს შვილი დაკარგა. ამერიკელმა მსახიობმა შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ მთავარი როლი რუსმა მსახიობმა, სვეტლანა ივანოვმა შეასრულა.
"ჩვენ არ გვიცდია გარკვევა, თუ ვინაა მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენ მხოლოდ გვინდოდა ისტორიის იმ ადამიანის თვალით მოყოლა, ვისთვისაც ომი ტრაგედია იყო", - განაცხადა ფაიზიევმა.
ჯერჯერობით ახალი ფილმის შეფასება მხოლოდ რუს მაყურებელს შეუძლია. მოსკოვში, კინოთეატრ "პუშკინსკში" რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე გადაღებული ფილმის "აგვისტო. რვა" პრემიერა უკვე გაიმართა.
რუსული ფილმის მთავარი გმირი, ქმართან დაშორებული მოსკოველი ქსენიაა, რომელიც 7 წლის ვაჟს ცხინვალში, მამასათან გაგზავნის. სწორედ ამ დროს იწყება ომი და ის შვილის გამოსახსნელად ცხინვალში ჩადის. გადაღებები მოსკოვში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა.
"აგვისტო.რვამ" რუსეთის კინოს მხარდაჭერის ფონდიდან 16 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.
კომენტარები