მსოფლიო
50 ცენტი აფრიკელებს ეხმარება
2012-02-11 16:19:15
ჩამოტვირთვა
რეპის ვარსკვლავი, ბიზნესმენი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანი 50 ცენტი სომალსა და კენიაში იმყოფებოდა. მუსიკოსმა მოშიმშილე აფრიკელები, უსახლკაროები და ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებები მოინახულა. რეპერის თქმით რთულ პირობებში მცხოვრები ბავშვების ოპტიმიზმმა ის ენთუზიაზმით აღავსო და მსგავს მოგზაურობებს მომავალშიც გეგმავს. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ 50 ცენტმა საჯაროდ მიმართა თავის კოლეგებს და აფრიკის მონახულება ურჩია. აღსანიშნავია რომ გასულ წელს რეპერმა მოშიმშილე აფრიკელებს მილიარდი სადილის საფასური გადაუხადა
კომენტარები