1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შინაური ცხოველების გვამების კოლექცია

ჩამოტვირთვა

ამ ბინაში 60-მდე შინაური ცხოველი ცხოვრობს. ბინის მეპატრონემ სახლის პირობებში ნამდვილი სასაფლაო მოაწყო. დახოცილი ძაღლებისა და კატების გვამებს ნინა პირდაპირ აივანზე ალაგებს, რის გამოც მეზობლებს აუტანელი სუნი აწუხებთ. როგორც ნინა ამბობს, -20-გრადუსიანი ყინვის გამო სამარხის გათხრა შეუძლებელია. მეპატრონე მიიჩნევს, რომ გაზაფხულამდე მოცდაა საჭირო. ბოლო რამდნეიმე დღის განმავლობაში ნინამ უკვე 10 კატა დამარხა. ყველა დაღუპულ ცხოველს ერთი და იგივე სიმპტომები ჰქონდა - ღებინება და რეფლექსები. ნინას შინაური ცხოველები სახლში ქუჩიდან მიყავს. მაწანწალა „მეგობრების“ გადასარჩენად ის სამსახურიდან წამოვიდა და შეყვარებულსაც დაშორდა. გარდაცვლილი ცხოველების სუნით შეწუხებულმა მეზობლებმა ნინას კარი შეუმტვრიეს და საწამლავი დაუყარეს. სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან კანონის თანახმად, შინაური ცხოველების კერძო საკუთრებაში გაჩერება დასაშვებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები