1 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ანგრევს Facebook-ი ოჯახებს...

ჩამოტვირთვა

უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში განქორწინების ყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური ქსელიFacebook-ია. ამის შესახებ წერს საიტი Divorce-Online.co.uk, რომელიც წყვილებს განქორწინების შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება. კვლევის განმავლობაში განქორწინების 5 ათასი განაცხადი განიხილეს. ორგანიზაციამ გამოარკვია ძირითადი ფაქტორები, რომლის გამოც Facebook-ი გავლენას ახდენს ოჯახებზე. ყველაზე ხშირად განქორწინების ინიციატორები სოციალურ ქსელში პარტნიორების Online-მეგობრებთან გაჩაღებულ ფლირტზე ჩიოდნენ. სხვათა შორის, მსგავსი კვლევა ჩატარდა 2 წლის წინაც, თუმცა მაშინ Facebook-ი განქორწინებაზე შეტანილ მხოლოდ ყოველ მეხუთე განცხადებაში ფიგურირებდა. საინტერესოა, რომ კიდევ ერთი სოციალური ქსელი Twitter-ი თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს წყვილების ურთიერთობაზე. მის გამო გასულ წელს შეყვარებულების მხოლოდ 0,4 პროცენტი დაშორდა ერთმანეთს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები