მსოფლიო
ჰააგამ შესაძლოა, კადაფის მკვლელობა სამხედრო დანაშაულად აღიაროს
2011-12-16 14:55:20
ჩამოტვირთვა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა, ლიბიის ლიდერის მუარამ კადაფის მკვლელობა სამხედრო დანაშაულად აღიაროს. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.
სასამართლოს პროკურორის ლუის-მორენო ოკამპოს განცხადებით, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ კადაფის სიკვდილი სამხედრო დანაშაულია.
"კადაფის სიკვდილი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც უნდა გაირკვეს, რადგან სერიოზული ეჭვია, რომ საქმე სამხედრო დანაშაულთან გვაქვს", - აღნიშნა ოკამპომ.
მისივე თქმით, ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს მეთაურს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ახალი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო დანაშაულებების გამოძიების საკითხით ინტერესდება, მათ შორის არის ამბოხებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებებიც.
ლუის-მორენო ოკამპო იმედოვნებს, რომ ლიბიის ახალი ხელისუფლება წერილს 10 დღეში უპასუხებს.
მუამარ კადაფი მშობლიურ ქალაქ სირტეში 2011 წლის ოქტომბერში ამბოხებულებმა წამებით მოკლეს.
კომენტარები