მსოფლიო
თურქმა პოლიციელებმა ქალს უმოწყალოდ სცემეს
2011-12-14 13:06:38
ჩამოტვირთვა
თურქმა პოლიციელებმა ახალგაზრდა ქალს სახეში უმოწყალოდ სცემეს და თმით ითრიეს. მათმა საქციელმა ეროვნული აღშფოთება გამოიწვია. მომხდარი სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ფევზი სენგიზი სამართალდამცავებმა ღამის კლუბში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის გამო დააპატიმრეს. ბორკილდადებული ქალი სამმართველოში გადაიყვანეს და სცემეს.
თურქეთის მთავრობამ პოლიციელების დასჯის განკარგულება გასცა. სამართალდამცავებს 18-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. რაც შეეხება ღამის კლუბში დაპატიმრებულ ქალს, მას წინააღმდეგობის გაწევისა და უგუნური საქციელისათვის 6 წლით თავიუფლება აღუკვეთეს.
კომენტარები