მსოფლიო
ოქროსფერ-წითელი ოცნება 7 მილიონ ევროდ იყიდება
2011-12-10 14:00:25
ჩამოტვირთვა
შვეიცარიელი ბიზნესმენი უელი ანლიკერი თავის სუპერ-ვტომობილს ყიდის.
უელიმ Mercedes-ის ერთ-ერთი მოდელი უნიკალურ მანქანად აქცია. მის შექმნაზე 3.5 მლნ ევრო და 30 000 სამუშაო საათი დაიხარჯა. პროექტზე 35 სპეციალისტი მუშაობდა.
მანქანას "წითელ-ოქროსფერი ოცნება" ჰქვია. მისი სალონი 24-კარატიანი ოქროს ქსოვილითაა გაფორმებული.
გარდა ამისა, მანქანის ექსტერიერი - ფარები, კარების ხელსაკიდები და დისკები ასევე ოქროთია მოპირკეთებული. სულ სუპერავტომობილის გაფორმებისთვის 5 კგ ძვირფასი ლითონი დაიხარჯა.
სუპერავტომობილს 5.4 ლიტრიანი ძრავი აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია.
ანლიკერი თავის შედევრს "მინიმალურ" ფასად 7 მლნ ევროდ აფასებს. შვეიცარიელი ბიზნესმენის პრესსპიკერის განცხადებით, მანქანაზე დახარჯულ თანხასა და ძალისხმევას თუ გავითვალისწინებთ, მისი ფასი 10 მლნ ევროა.
კომენტარები