1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარდის ყვავილობა ზამთარში

ჩამოტვირთვა

უკრაინელი ფლორისტები უნიკალური მოვლენის მომსწრენი გახდნენ - კიევ-პეჩორის ეროვნულ ნაკრძალში ვარდები აყვავდნენ. უჩვეულოდ თბილი ამინდების გამო ე.წ. "ჩაის ვარდის" ბუჩქის გვერდით ბაღში ალისფერი ვარდებიც გაიშალნენ. ზამთრის სეზონისთვის უჩვეულო მოვლენა რამდენიმე დღის წინ ნაკრძალის მებაღემ შენიშნა. ნაკრძალის თანამშრომლების განცხადებით, ადრე მსგავსი მოვლენა არ ახსოვთ. ფლორისტები, რომლებიც ნაკრძალში 30 წელი მუშაობენ, დეკემბერში ვარდების გაშლის ვერცერთ შემთხვევას ვერ იხსენებენ. მსგავსი მოვლენა წელს დიდ ბრიტანეთშიც მოხდა. სეზონისთვის შეუფერებელი თბილი ამინდის გამო აქ ყვავილები ორჯერ აყვავდნენ. მაღალი ტემპერატურის შედეგად ისეთი მცენარეები, როგორიც არის წითელი ფუტკარა, ფურისულა და გულყვითელა, რომლებიც, ჩვეულებრივ, მხოლოდ გაზაფხულზე ყვავიან, 6-8 თვით ადრე გაიშალნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები