1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კლინტონი რუსეთის არჩევნების გამო შეშფოთებულია

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთში ჩატარებული არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის გამო "სერიოზულ შეშფოთებას" გამოხატავს. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის მცხოვრებლები იმსახურებენ, დარღვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იყოს გამოძიებული. მანვე შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დამკვირვებელთა ასოციაცია "გოლოს"-ი არჩევნების შედეგად კიბერ-შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა. 4 დეკემბერს რუსეთში რამდენიმე ორგანიზაციის და მედიის ვებ-გვერდებზე, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აშუქებდა, ჰაკერული შეტევები განხორციელდა. მათ შორის აღმოჩნდა რუსული რადიოსადგური "ეხო მასკვი".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები