მსოფლიო
ეგვიპტეში ჟურნალისტებზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა
2011-11-25 13:27:09
ჩამოტვირთვა
ეგვიპტეში უცხოელი ჟურნალისტები სექსუალურ ძალადობას ემსხვერპლნენ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, დედაქალაქ კაიროში, კერძოდ ტაჰრირის მოედანზე, მედიის ორ წარმომადგენელ ქალბატონზე ძალადობა განხორციელდა.
ფრანგული ტელეკომპანია „France 3“ – ის ჟურნალისტ კაროლინ სინზს ახალგაზრდების ბრბო მაშინ დაესხა თავს, როდესაც კაიროს ქუჩებში სიუჟეტს ამზადებდა. კაროლინთან ერთად მისი ოპერატორიც იმყოფებოდა. ჟურნალისტის მონათხრობის მიხედვით, თავდამსხმელები მას თან სცემდნენ, თან ტანსაცმელს ახევდნენ.
ჟურნალისტი მონა ელტაჰავი ტაჰრირის მოედანზე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და ერთი საათის განმავლობაში განყოფილებაში ჰყავდათ დაპატიმრებული. სამართალდამცველები ქალს სასტიკად გაუსწორდნენ, შედეგად მას ორივე ხელი მოტყდა. სასტიკად სცემეს ოპერატორს.
როგორც ცნობილია, ანალოგიური ინციდენტი ეგვიპტეში მიმდინარე წლის თებერვალშიც მოხდა, როდესაც ტელეკომპანია CBS – ის ჟურნალისტი, ლარა ლოგანი, ტაჰრირის მოედანზე, ბრბომ გააუპატიურა და სცემა. ლოგანის გადარჩენა ადგილობრივმა ქალბატონებმა მოახერხეს, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.
კომენტარები