მსოფლიო
აშშ–ში მადლიერების დღეს აღნიშნავენ
2011-11-24 14:56:55
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ბარაკ ობამამ დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციას არ უღალატა და ორი ინდაური შეიწყალა.
ცერემონიალი თეთრი სახლის ვარდისფერ ბაღში ჩატარდა. ინდაურები, რომლებსაც ”დამოუკიდებლობა” და ”მშვიდობა” დაარქვეს, მაუნთ ვერნონში გაგზავნეს.
ცერემონიალს ბარაკ ობამას ქალიშვილები - 13 წლის მალია და 10 წლის საშაც დაესწრნენ. შემდეგ ქვეყნის პირველი პირის ოჯახი ადგილობრივი ” ფუდ ბენქის” ოფისში გაემგზავრა, სადაც სოციალურად დაუცველებს საჭმელი დაურიგა.
მადლიერების დღისთვის ემზადებიან ნიუ იორკშიც. ქალაქში აღლუმს ტრადიციულად სავაჭრო ქსელი ”მეისი” გამართავს. უკვე მოეწყო აღლუმის გენერალური რეპეტიცია. სავაჭრო ქსელმა მსვლელობისთვის 15 გიგანტური და 44 მცირე ზომის გასაბერი ფიგურა მოამზადა. მსვლელობას ტრადიციულად მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება, პირდაპირ ეთერში კი მას თვალყურს 30 მილიონი მაყურებელი ადევნებს.
კომენტარები