მსოფლიო
მოსკოვში მომხდარი საზარელი ტრაგედია - ქალს სამმა ავტომობილმა გადაუარა
2011-11-19 09:00:56
ჩამოტვირთვა
ტრაგედია მოხდა მოსკოვში ლერმონტოვის პროსპექტზე. ახალგაზრდა გოგონას ერთი ავტომობილი დაეჯახა, მეორემ გადაუარა, ხოლო მესამე მანქანამ მისი სხეული დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე ათრია. როგროც ირკვევა, პირველი ავტომობილის მძღოლი მიიმალა, მეორე ავტომობილი ბეემვეს მარკის ჯიპი იქს- ხუთი იყო, რომელმაც ახალგაზრდა ქალს დაჯახების შემდეგ გადაუარა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალი მეორე ავტომობილის გადავლის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება მესამე ავტომობილს, ცნობილი გახდა, რომ მანქანას გვამი შემთხვევით გამოედო, როდესაც მძღოლმა სხეული შეამჩნია, ცუდად გახდა და გულისწასვლამდე მივიდა. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და მიმალულ მძღოლებს ეძებენ.
კომენტარები