მსოფლიო
პოლონეთში დამოუკიდებლობის დღემ ინცინდენტებით ჩაიარა
2011-11-12 14:18:39
ჩამოტვირთვა
ვარშავის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე 100-მდე დემონსტრანტი თავს პოლიციას დაესხა. შედეგად რამდნიმე სამართალდამცველი დაშავდა. აქციის ორგანიზატორები პოლიციამ უკვე დააკავა.
აქციები დემონსტრანტებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მარშის პარალელურად ჩაატარეს. ამ დროს ღონისძიებაზე მოქალქეებსა და სტუმრებს სიტყვით ბრონისლავ კომოროვსკი მიმართავდა. კონსტიტუციის მოედანზე რადიკალური ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქცია ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
”დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეჯახების შედეგად დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და მათ დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გამოყენება გახდა აუცილებელი,” - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის პრეს-სპიკერმა მაჩეი კარჩინსკიმ.
ვარშავაში დამოუკიდებლობის დღეს ერთდროულად რამდენიმე მიტინგი და პროცესია გაიმართა. მათგან ყველაზე ხალხმრავალი რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მიტინგი იყო, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
კომენტარები