პოლიტიკა
პარლამენტში არა პრივილეგიებისთვის, არამედ რეჟიმის დასამარცხებლად შევდივართ – დეკანოიძე კობახიძეს პასუხობს
2021-05-31 15:03:42
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო შეშინებულის მუქარა და პარტია საკანონმდებლო ორგანოში არა პრივილეგიებისთვის, არამედ რეჟიმის დასამარცხებლად შედის.
“ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებულის პოზიციიდან გაკეთებული განცხება, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ნამდვილად არ სურდათ ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტში ეხილათ.
მინდა მას ვუპასუხო, რომ ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის არ შევდივართ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ რეჟიმის დასამარცხებლად დამატებით გვქონდეს ინსტრუმენტი.
ჩვენი მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ერთ-ერთი მნიშნელოვანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება „ქართულ ოცნებასთან” – აღნიშნა დეკანოიძემ
კომენტარები