1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კომპანია გასწორდება წელში – სემეკის თავმჯდომარე გაზის ტარიფის გაზრდაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, თბილისში გაზის ტარიფის 8 თეთრით ზრდით კომპანია თბილისი ენერჯი “წელში გასწორდება”.

“მათ მიერ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის ზრდით. შესაბამისად, თბილისი ენერჯის არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე. ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება”,– თქვა ნარმანიამ.

სემეკმა ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მომხმარებლებს 1 კუბურ მეტრ გაზში ნაცვლად 46,1 თეთრისა, 53.9 თეთრის გადახდა მოუწევთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები