2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არც მე და არც ჩემს ძმას არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ჩვენი საქმე გვაქვს - შოთა არველაძე

შოთა არველაძე აცხადებს, რომ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს და საკუთარი საქმით არის დაკავებული.

არველაძის განმარტებით, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობას არც მისი ძმა აპირებს.

„მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არც ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმა. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს, არანაირ პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და წყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიყავი დღემდე. სხვანაირად ჩემ თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემ თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ“, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები