პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, მათ შორის საპარლამენტო
2021-05-11 14:57:53
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის თინა ბოკუჩავას მტკიცებით, სხვადასხვა პოზიცია განიხილება სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და პარლამენტის შესვლის საკითხზე. თავად კი საპარლამენტო მუშაობას უჭერს მხარს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დისკუსიის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან მიმართებაში, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმა. მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას. ყველა პლატფორმა აუცილებლად გამოსაყენებელია მთავარი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება გამარჯვების ავანგარდში და რომლის გარეშეც, ჩემი აზრით, ოპოზიცია იქნება ძალიან არასრულფასოვნად წარმოდგენილი პარლამენტში.
კონკრეტული მოწოდებები გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მათ შორის სენატის მხრიდან იყო მკაფიო განცხადებებები, ასევე ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის განცხადებაში ნახსენები იყო იმედი იმისა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია შეძლებს, რომ გახდეს ამ შეთანხმების ნაწილი. რა თქმა უნდა, პარტნიორების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიაში იყოს შეჯერებული აზრები“, - აცხადებს ბოკუჩავა.
კომენტარები