2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომხეთში ახალი პარტია, "სომხური ოცნება" შეიქმნა

 სომხეთში ახალი პარტია, "სომხური ოცნება" შეიქმნა. პარტიის წევრები პოლიტოლოგი არმენ მკრტიჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგოროიანი, ყარაბაღის ომში მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატ როსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამ არუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი არიან. 

პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ "ხავერდოვანმა რევოლუციამ" სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღლისგან გაათავისუფლა და ახლა, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები