0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა და ახალი დადგენილება მიიღო

18 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ზომები მკაცრდება და მოქალაქეებს შიდა გადაადგილებაც ეზღუდებათ. 

შეზღუდვების შესახებ დადგენილება (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4870732?publication=0 ) მთავრობამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და საგანგებო მდგომარეობის ბოლომდე, 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერილ დადგენილებაში ნათქვამია:

მუნიციპალიტეტში იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა;
  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.

შეზღუდვები არ ეხება:  

  • სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
  • სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას; 
  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. 

შეზღუდვები ეხება ეკონომიკურ საქმიანობასაც და ჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
  • ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - გეტასა და მუშევანში, კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დადასტურდა.ბოლნისში ზომების გამკაცრება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები