1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის სიძე ხდება?

  საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მალე,  სიმამრი გახდება. მისი სიძე კი შესაძლოა მთავრობის წევრი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იყოს. ზოგადად, იმის თაობაზე, რომ ბახტაძესა და ივანიშილის ქალიშვილს რომანი აქვთ, პოლიტიკურ კულუარებში ხმა დიდი ხანია დადის.იმასაც ამბობენ, რომ ბახტაძეს ივანიშვილი პრემიერად ან პრეზიდენტად ამზადებს. ეს ხმა საფუძველსმოკლებული ნამდვლად არ უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში, ბახტაძემ პირველი საჯარო განცხადებები სწორედ მაშინ გააკეთა, როცა „ოცნებაში“ დიდი „ორომტრიალია“. როგორც წყარო “თაიმერს” უყვება ბახტაძისა და ივანიშვილის ქორწილი მალე უნდა შედგეს.

 ამასთან, ცობილია, რომ ბახტაძე ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტას მეგობარია და, როგორც ამბობენ, თავის დროზე ამიტომაც ჩაუყენეს „საქათველოს რკინიგზას“ სათავეში, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილი ბახტაძეს იმთავითვე ენდობა. დღეს კი, როცა მმართველი პარტია, პრინციპში, მარტივ მამრავლებად დაშლის წინაშე დგას, ყოფილ პრემიერს ყველაზე მეტად ერთგული ადამიანები სჭირდება. ზოგადად, „ოცნებაში“ ერთგულების დეფიციტი დაარსების დღიდან შეინიშნება, თუმცა ერთგულებაც პირობითი ცნებაა – ადამიანმა კონკრეტულ პიროვნებას კი არა, იდეას და პოლიტიკურ მრწამსს უნდა უერთგულოს, თუმცა როგორც დაკვირვება ნათელყოფს, „ოცნებაში“ ისეთი ხალხია თავმოყრილი, რომელთაც ერთნაირი პოლიტიკური მრწამსი და იდეოლოგია არასოდეს ჰქონიათ.

 ამასთან, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ბახტაძე არც პრემიერი გახდება და არც – პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი მოღვაწეობას მალე საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს და ამ ფონდის დღევანდელ უფროსს, დავით საგანელიძეს ჩაანაცვლებს.

 საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთი მსხვილი უწყებაა, რომელსაც პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრება, მაგრამ დიდ ფინანსებს განკარგავს და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკურ მუსიკასაც უკვეთავს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, საგანელიძე, როგორც ამბობენ, ერთგვარი „რუხი კარდინალია“ და იგივე „ოცნების“ აბუნტებულ დეპუტატებსაც გარკვეული პრეტენზიები სწორედ მასთან აქვთ.

 დანამდვილებით იმის თქმა, რა და როგორ იქნება, შეუძლებელია, მაგრამ ნათელია, რომ „ოცნებაში“ ცვლილებების დროა და ის აჟიოტაჟი, რომელიც აღდგომის მერე მმართველ პარტიაში დაიწყო, ასე მარტივად არ დასრულდება.

 

წყარო: timer.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები