„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
|
თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.
„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო“, - ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.
„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელო...
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალია...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. თიბისიმ აღიარება შემდე...
კომენტარები