შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
ისტორიულ მუზეუმში“ ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები გამოიფინა, რაც ამავე მუზეუმისა და ლიბერთის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი სახელწოდებით „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის ამაღლებას და შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. ამჯერად შეხვედრა ლევან თაქთაქიშვილთან გაიმართა, რადგან მუზეუმში წარმოდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ თითოეული ეგზემპლარი, სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის პირადი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი.
" მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ლიბერთის და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ჩართულბით ცაგერის და მიმდებარე სოფლების სკოლების უფროსკლასელები გაეცნენ ჩემი პირადი კოლექციიდან წარმოდგენილ განსაკუთრებით იშვიათ გამოცემებს. მათ შორის 1943 წელს ბერლინში გამოცემულ ვეფხისტყაოსანს, რომელიც მინიატურული გამოცემაა და დამზადდა ქართველი ტყვეებისათვის რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდნენ გერმანელების მხარეს. ამ გამოცემას აქვს საინტერესო წინასიტყვაობა, სადაც გერმანელები, ბოლშევიზმთან გამარჯვების შემდეგ, ქართველებს ევროპაში შესვლას პირდებოდნენ. ამჯერად, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ მოსული დაინტერესებულ საზოგადოებას 30 უნიკალური წიგნის ნახვის შესაძლებლობა მიეცა.
- ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.
„ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება და რეგიონებში საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა გახლავთ. რამდენიმე თვის წინ „ცაგერის ისტორიულ მუზეუმთან“ ერთად დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“. ვფიქრობთ, ეს საოცარი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ცნობილი მეცნიერებისა და შემოქმედები ადამიანების დახმარებით გაეცნონ უნიკალურ ნაწარმოებს.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ სამი სპიკერი ჩაატარებს თემატურ ლექციას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ახლებურად გააცნობს რუსთაველის შემოქმედებას. მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვისაც ვგეგმავთ და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს დავაანონსებთ“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები