0 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო კვიტაიშვილს "ტიტუშკის" მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში,დასჭირდა ოპერაცია - მელია

ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.

უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.

3 დღის წინ, "ტიტუშკების" ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი Nino Kvitaishvili, გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც "ტიტუშკის" მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.

საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს - წერს ნიკა მელია სოც.ქსელში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები