1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ უბანში Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი - „მომა ლივ“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიმიტრი უზნაძის #43-ში, სამშენებლო და დეველოპერული კომპანია Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი - „მომა ლივ“ შენდება.

 

კომპლექსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე დაგეგმილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და პარკის სიახლოვეს შენდება და სწორედ ამ კონცეფციას უკავშირდება მისი სახელი. თანამედროვე ხელოვნებით შთაგონებული საცხოვრებელი პროექტი ურბანული ცხოვრებისა და ხელოვნების ელემენტებს გააერთიანებს და ამავდროულად, სრულ კომფორტს შექმნის მაცხოვრებლებისათვის. 

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მლნ. დოლარამდეა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, 5.95 მლნ დოლარს შეადგენს.

 

დაბალი განაშენიანების 6 სართულიანი კორპუსი 64 ბინას მოიცავს.

კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, საუნა, ფიტნეს დარბაზი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო სამუშაო სივრცე. კომპლექსის 1000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, სადაც მოსასვენებლი სივრცეები მოეწყობა.

მობინადრეების კომფორტული ყოველდღიურობა - კონსიერჟის მომსახურებით, უსაფრთხოება კი ვიდეო კამერებით იქნება უზრუნველყოფილი.

მსურველებს,  41-484 კვ.მ ფარგლებში, სხვადასხვა ფართის ბინის შეძენა შეუძლიათ, რომელიც მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ.

მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

კომპანია Avant Group-ს, 2014 წლიდან, ჯამში 1 000 000 კვ.მ-ის ფართის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის 360 გრადუსიანი მენეჯმენტ სისტემა დაგეგმარებას, დიზაინს, მშენებლობის ზედამხედველობასა და საოპერაციო მხარდაჭერას აერთიანებს.   „მომა ლივის“ შესახებ, დამატებით დეტალებს გაეცანით Facebook გვერდზე და ასევე, ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები