1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო შემოქმედებით ინდუსტრიაში.

 

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს რიგით მეცხრედ ტარდება. თიბისი 2015 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 250-ზე მეტი გუნდი 6 კატეგორიაში შეეჯიბრება. ესენია: დიზაინი, დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი, პიარი.  წელს პირველად შეჯიბრს ახალი კატეგორია, პიარი დაემატება.

კონკურსი 12 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული გუნდები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, კანში საქართველოს სახელით იასპარეზენ, თავიანთ პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.

თიბისის მხარდაჭერით დაჯილდოების დღეს მოეწყობა ინსპირაციული სცენა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის ვარსკვლავებს გააერთიანებს — ისინი დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

თიბისი მიზნად ისახავს ახალი თაობის შესაძლებლობების გაფართოებას, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება და გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, რითაც ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები