თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
„TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სრულად დაფინანსებულ, ტექ-პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!
iOS Development, კიბერუსაფრთხოება, DevOps, ინფორმაციული უსაფრთხოება, Python, React, Blockchain - ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლას, 18 წელს ზევით ყველა მსურველს, თიბისი USAID-თან პარტნიორობით გთავაზობთ. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.
1-დან 25 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:
1. DevOps - https://forms.office.com/e/C97JLKgStY
2. Blockchain - https://forms.office.com/e/7eepMNKH26
3. კიბერუსაფრთხოება - https://forms.office.com/e/Lnu5mKR7YB
4. ინფორმაციული უსაფრთხოება - https://forms.office.com/e/RQkn5wMcRn
ნოემბრის ბოლოდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ პროგრამებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django);
კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით, 3-6 თვეა. სწავლა 2024 წლის თებერვალში დაიწყება.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
„თიბისიმ IT აკადემია 2019 წელს შექმნა. აქ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის მანძილზე 1,000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და რაც ძალიან გვახარებს, 300-ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული დღეს თიბისისა და შვილობილ კომპანიებში მუშაობს. USAID-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში საშუალება გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გავზარდოთ და გავაძლიეროთ საქართველოში IT ეკოსისტემა” - თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.
პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები