0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებს დღეს ახალ თანამდებობას შესთავაზებენ. უყოყმანოდ დათანხმდით, რადგან ამას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. თქვენი შფოთვა და შიში ამაოა – თამამად იარეთ წინ.

კურო

მოტყუებისა და იმედგაცრუების დღეა. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც უსიამოვნებას ან იმედგაცრუებას მოგიტანთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, ამ დღის უარყოფითი ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან ეს ვერაფერს შეცვლის.

ტყუპები

ყველა თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. შეხვედრები იმედგაცრუებას მოგიტანთ. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მეგობრების დახმარებით იპოვოთ.

კირჩხიბი

პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, თუმცა ახლობლების ქმედებებით შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, მთლიანად დანებდეთ გრძნობას, რომელმაც დაგიპყროთ. კირჩხიბების უმეტესობას საშუალება ექნება, უახლოეს წარსულში წარმოშობილი პრობლემები გადაჭრას და საკუთარი გარემოცვა და საკუთარი თავი უკეთესობისკენ შეცვალოს.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით თქვენი შფოთვა და შიში გაუმართლებელია – თამამად იმოქმედეთ. თქვენთვის დამახასიათებელი მოთმინება და შემოქმედებითი ფანტაზია განსხვავებული სტრატეგიის შემუშავებასა და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ამ დღეს ახალ ამბავს შეიტყობთ, რომელმაც შეიძლება, თქვენი ამჟამინდელი პოზიცია რადიკალურად შეცვალოს. ხელიდან არ გაუშვათ საკუთარი შანსი.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაზე დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. სამწუხაროდ, მოქმედებებში თანმიმდევრულობა გაკლიათ, ამიტომ წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

სასწორი

ნებისმიერი საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა. დილიდან კონფლიქტებს და გაუგებრობებს უნდა ელოდოთ. ბედი თქვენს სიმტკიცეს და გონიერებას ისევ გამოცდას მოუწყობს. გირჩევთ, ურთიერთობაში მეტი წინდახედულობა და თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდთ, რომ ყველა საქმის წარმატება თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

მორიელი

დასვენების დროა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. გირჩევთ, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა დაგეგმოთ. საკუთარ გრძნობებში უკეთ რომ გაერკვეთ, ეცადეთ, რამდენიმე დღე მარტოობაში გაატაროთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო სიახლე გელით. შესაძლოა, უახლოეს ადამიანებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და შექმნილი სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება გაგიჭირდებათ. უმცირესი წარმატებისთვისაც კი დიდი დრო და ენერგია დაგჭირდებათ, მაგრამ ეცადეთ, დღის ნეგატიური ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარი გრძნობები და აზრები მოაწესრიგოთ და პარტნიორთან ურთიერთობა გაარკვიოთ. პირად ცხოვრებაში გრძნობების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება, თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს. სავარაუდოდ, თქვენს ქმედებებს თანმიმდევრულობა აკლია, ამიტომ ეცადეთ, პარტნიორის ემოციური განცდების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

მერწყული

ეს დღე შინაგან თავისუფლებას, სიმშვიდეს და ვნებებთან გამკლავებას განასახიერებს. თუ ძალებს მოიკრებთ, ნებისმიერ პრობლემასთან, ცდუნებასთან და პროვოკაციასთან გამკლავებას შეძლებთ. მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას და უცხო ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას.

თევზები

ეს დღე წარმატებისა და ეჭვების დაძლევის სიმბოლოა. საკმაოდ რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას მოთმინება და მიზანსწრაფულობა სჭირდება. საქმიანი პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები