0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.

„ველით მზარდ ტურისტულ ნაკადს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონისთვის, მზარდი ნაკადებისთვის მზადება. მინდა, ვთხოვო როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ისე – ყველა სხვა უწყებას, რომ 15 ივნისს ოფიციალურად გავხსნათ სეზონი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა ეკონომიკასთან ერთად, სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალი ატრაქციები იქნება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ – პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ამ პროექტების დასრულებას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები