1 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა კარგად არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, ახლა კარგად არის.

როგორ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მის შემთხვევაში ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, საქმე ანაფილაქსიურ შოკს ეხება თუ არა.

"კომიტეტი არსებობს ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი. იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებელი არ არის. ახლა ის კარგადაა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები