1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ:

ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი

მაია ბადრიძე, მთარგმნელი

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი/მთარგმნელი

ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი

ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი.

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

1.      საუკეთესო რომანი - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)

2.      საუკეთესო პოეტური კრებული - „სიყვარულის შავი ყუთი 3“, ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და „დიდი სმა“, ბესიკ ხარანაული (ინტელექტი)

3.      საუკეთესო პროზაული კრებული - „გასეირნება დროთა სივრცეში“, მამუკა დოლიძე (ინტელექტი)

4.      საუკეთესო პიესა - „მარინა რევია“, ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი)

5.      საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია (პალიტრა L)

6.      საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - „მშვიდობით, ძია გერშვინ“, მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში)

7.      საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე (არტანუჯი)

8.      უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თვგადასავალი“, ელზა ახვლედიანი (არტანუჯი)

9.      ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბათუ დანელია, პოეტი, მთარგნელი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატიმ ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...