1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს თუ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ივანიშვილი და მისი ოჯახი – წულუკიანი

ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს დიდ ქართველ მეცენატს უწოდებს. მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახმა განათლების სფეროში მილიარდობით ჩადო.

“ტრენდები ნაწილია ისიც, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. ეს არ არის ჩემი პარტიული გამოსვლა ამ ნაწილში, მაგრამ დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი რომ ეს საერთოდ რა არის და სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი. არადა იმ სფეროში [განათლება], რა სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები კომიტეტში ვართ, სწორედ ის არის და მისი ოჯახი ყველაზე დიდი თანამედროვეობის ქართველი მეცენატი.

ის თანხები, რაც მილიარდობით ამ სფეროში ამ ოჯახმა ჩადო, ასევე საერთაშორისო დონორებმა ჩადეს, ქართველმა ხალხმა ჯიბიდან ამოიღო და ჩადო სახელმწიფო ბიუჯეტში, ჩვენი ვალია რომ კომიტეტმა და სამინისტრომ ერთად ვიმუშაოთ, რომ ეფექტიანად და ეფექტურად იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ ეროვნულ მიზანს, რასაც ჰქვია კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე იმ დიდ ველურ კონკურენციაში, რასაც მსოფლიო ბაზარი ჰქვია”,– თქვა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები