1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე აღარაა - კულუმბეგოვი

საქართველო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილს იკავებდა. ქვეყანაში ამოქმედებული წერტილოვანი შეზღუდვების შემდეგ, ამ მონაცემებში მესამე ადგილზე გადავინაცვლეთ. განახლებული სტატისტიკის ამსახველი მონაცემები იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მიღწეულს გავუფრთხილდეთ. „ბოლო 7 დღის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე კოვიდის რაოდენობით, საქართველო უკვე მე-3 ადგილზეა (ბოლო რამდენიმე კვირაა ამ რეიტინგში პირველობას არავის ვუთმობდით)  გავუფრთხილდეთ მიღწეულს!!“ – წერს კულმბეგოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები