1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


კრიტიკული დღეა, რომელიც ტყუილთან და ცდუნებასთან ასოცირდება. ვარსკვლავები თავშეკავებას გირჩევენ. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. უარი თქვით აგრესიულობაზე, პატივი ეცით სხვების აზრს და იყავით კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტური სიტუაციები შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს.


კურო


ემოციურად საკმაოდ დაძაბული დღეა – გონებას გრძნობა სჭარბობს, რამაც შეიძლება კონფლიქტები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. იყავით სამართლიანი ახლობლების მიმართ. ერთი დაუდევარი სიტყვით შეიძლება სხვებს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენოთ.


ტყუპები


მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – გამორიცხული არ არის, რომ მოგატყუონ ან უნებლიეთ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდონ. თავი შეიკავეთ უფროსებთან და კოლეგებთან კამათისგან.


კირჩხიბი


დაძაბული დღეა – თქვენმა ემოციურობამ შეიძლება, კონფლიქტები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. სასურველია, რომ ამ დღეს უფრო ახლოს იყოთ ბუნებასთან. გირჩევთ შვილებთან ურთიერთიბისას საკუთარი პოზიციის ძალისმიერი მეთოდებით დამტკიცებას მოერიდოთ.


ლომი


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს აქტიური მოქმედებებისგან ნებისმიერ საქმეში თავი შეიკავოთ. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და პარტნიორებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ყველა გაუგებრობას წერტილს დაუსვამს. პრობლემებს თქვენი პირდაპირობა იწვევს.


ქალწული


ზოდიაქოს ბევრი ნიშნის მსგავსად, ქალწულსაც რთული დღე ელის. ვიღაც თქვენს მოტყუებას და ცდუნებას ეცდება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს ნუ აჰყვებით. საკუთარი მოსაზრებების მიმართ მიმართ უფრო კრიტიკული იყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურსა და სახლში კონფლიქტურ სიტუაციებს ვერ აიცილებთ.


სასწორი


მშვიდი და ჰარმონიული დღეა. ახალი გეგმები თქვენგან მეტ აქტიურობას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას მოითხოვს. ეცადეთ, საკუთარი ძალები ისე გაანაწილოთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გამორიცხული არაა, რომ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.


მორიელი


აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შეგიძლიათ, პრობლემების მოგვარება სცადოთ ან სახლის კეთილმოწყობით დაკავდეთ. მოსალოდნელია წარმატება სავაჭრო და ფინანსურ ოპერაციებში. ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის.


მშვილდოსანი


გირჩევთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ აქტიური საქმიანობისა და ფიზიკური დატვირთვისგან. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა გულუხვობამ ან უღირსი ადამიანის მიმართ გამოჩენილმა სიკეთემ კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება. ერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. დღეს თქვენი ინტუიცია უკიდურესად შემცირებულია, ამიტომ ბავშვმაც შეიძლება მოგატყუოთ.


თხის რქა


აქტიური, შემოქმედებითი დღეა. იზრდება თქვენი სულიერი და სექსუალური შესაძლებლობები. ხელსაყრელი დღეა სოციალური კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, რომელიც გრძელვადიანი იქნება და შემდგომში შეიძლება, დაწინაურების ან ფინანსური შემოსავლის საფუძველი გახდეს. თქვენი წესიერება და შრომისმოყვარეობა წარმატებას მოგიტანთ – წინ გელით შემოქმედებითი, პირადი თუ საქმიანი გამარჯვებები.


მერწყული


დასვენების, გონების გაწმენდისა და ენერგიის ახალი წყაროების პოვნის დღეა. არ არის გამორიცხული, რომ წარმატებით დაასრულოთ დაწყებული საქმეები და პასუხი მიიღოთ ყველა კითხვაზე, რომელიც გტანჯავთ. ერიდეთ კატეგორიულ განცხადებებს, თუნდაც თქვენთვის უსიამოვნო რამ შეიტყოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ, თორე შეიძლება ავადმყოფობა გახანგრძლივდეს.


თევზი


ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები და ნაცნობობა. სრულიად მოულოდნელად შეხვდებით ადამიანს, ვინც უახლოეს წარსულში თქვენი უძილო ღამეების მიზეზი იყო. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი ცვლილებების მიზეზი გახდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...