1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი“- მიშა ანდღულაძე დუმილს არღვევს

კომედი შოუს“ ერთ-ერთი ვეტერანი მსახიობი, მიშა ანდღულაძე საზოგადოებას სერიოზულ სკანდალს უმზადებს. უახლოეს დღეებში დღის სინათლეს იხილავს მისი პირველი რომანი, სადაც გარდა თავისი ბიოგრაფიული ეპიზოდების აღწერისა , ისეთ სენსიტიურ ინსტიტუციებს უპირისპირდება, როგორიცაა, მაგალითად, ეკლესია.

 

ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ინტერვიუში საუბრობს და არასრულწლოვნობის პერიოდში, მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას იხსენებს.

„ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული. თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში.

 

13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში“.

 

„წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმღერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია.

 

ეს არის რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა არის კრიმინალური საბჭოთა ეკლესია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რომანში არის ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიც. ძირითადად, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური თემებია განხილული…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...